მომღერალი თორნიკე ყიფიანი 2021 წლის ევროვიზიის კონკურსზე ახალი სიმღერით You წარდგება.
სიმღერა თავად შემსრულებელს ეკუთვნის, არანჟირებაზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სტუდიური ვერსიის ჩაწერაში მარიამ შენგელიამ, მარიკო ლეჟავამ, ალეკო ბერძენიშვილმა და გორის გოგონათა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ევროვიზიის რიგით 65-ე სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, 18, 20 და 22 მაისს გაიმართება. ქართველ მუსიკოსს სცენაზე 20 მაისს ვიხილავთ.
წლევანდელ ევროვიზიის კონკურსში 40 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.