Knight Frank-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკურმა ორგანიზაცია Statista-მ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, სადაც წერია, რომ გამოკვლეული 56 ქვეყნიდან 89%-ში სახლების ფასი 2020 წელს საშუალოდ 5.6%-ითაა გაზრდილი.
2019 წელს ფასების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5.3% იყო.
2020 წელს უძრავი ქონების ფასი განსაკუთრებით თურქეთში გაიზარდა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 30%-ია.
მეორე ადგილს 18%-იანი ფასების ზრდით ახალი ზელანდია იკავებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ფასების შემცირებაც აღინიშნება, კერძოდ, ინდოეთში, მაროკოსა და ესპანეთში.
ინდოეთში ფასებმა 3.6%-ით იკლო, მაროკოში 3.3%-ით, ესპანეთში კი 2%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
ერთ-ერთ მიზეზად დაბალი საპროცენტო განაკვეთები განიხილება. ასევე პანდემიით შეცვლილი ცხოვრების სტილი და სახლის ოფისებზე გაზრდილი მოთხოვნა.