გიორგი შქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმე – ჯგუფური ძალადობისთვის 5 სრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

19 მარტს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში  ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს წარედგინათ ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით, გ.ტ.-ს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით, ვ.მ.-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარედგინა.

სასამართლომ ვ.მ., ნ.ჟ., თ.ბ. და ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ვ.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება გ.ტ.-ს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.


19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები