ვაქცინაცია

ენდელაძე: თუ რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა, მე უნდა ვყოფილიყავი, გართულება არ მქონია

წარმოუდგენელია [ჯავშნების გაუქნება], მითუმეტეს, მედპერსონალისგან, ახლა რომ იყოს მასობრივი იმუნიზაცია და არა მედპერსონალი იტარებდეს ვაქცინაციას, კიდევ რაღაცნაირად გავიგებდი ამას, მაგრამ მედპერსონალისგან ნამდვილად არ შეიძლება ასეთი რაღაც.

ისინი ხედავენ, რომ ჩვენ მაგალითად, პირველივე დღეს ავიცერით, ხო? თუკი რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი და ბევრი რამ ისეთი. მე არანაირი [გართულება არ მქონია], უბრალოდ, ცოტა მგრძნობელობა მქონდა მკლავზე, სადაც ამცრეს და პირველ დღეს, სავარაუდოდ, მქონდა ტემპერატურა, სიმართლე გითხრათ, არ გამისინჯავს, უბრალოდ, ჩავწექი და მეორე დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე რუსთავი 2-ის ეთერში მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციისკენ.

კომენტარები