პოლიტიკური კრიზისი

მაჭარაშვილი: მოლაპარაკების ჩამშლელ ოპოზიციას EU-მ სიურპრიზად დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა

ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა, ეს საჯაროდ განაცხადა და სურდა, რომ ქუჩაში დაეწყო მოღვაწეობა ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა. ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები შემდგომ ვამბობდით, რომ ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში, ბატონი კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ნამდვილად იყო ისეთი პრაგმატული შეთავაზებები და რესურსი, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა. ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებაზე საუბარი და შემდგომ უკვე ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებაზე დათანხმება...

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, "რათა გააგრძელოს მედიაცია".ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კომენტარები