"დედამიწის საათის" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტის შენობაში დენი გათიშეს. გლობალური აქციის ფარგლებში ელექტროენერგია 20:30-დან 21:30 საათამდე გამოირთო.
"დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის ეკოლოგიას.