ცხოველები

მიუსაფარმა ძაღლმა, სისუმ, მაღაზიიდან ფუმფულა სათამაშოს მოპარვა 5-ჯერ სცადა

სისუ მარტორქის ფუმფულა სათამაშოსთან ერთად
CNN

აშშ-ი, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ კენანსვილის მაღაზიიდან მიუსაფარმა ძაღლმა, სისუმ სათამაშო მარტორქის მოპარვა 5-ჯერ სცადა. მაღაზიის თანამშრომლები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს დაუკავშირდნენ. ცხოველთა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელმაც ძაღლს მოაკითხა, სისუს სათამაშო უყიდა.

დეპარტამენტმა სოციალურ მედიაზე ფუმფულა სათამაშოსთან ჩახუტებული სისუს სურათები გაავრცელა და მისი ისტორია ვირუსული გახდა, შედეგად, მალევე სისუმ ახალი ოჯახი იპოვა და ის თავშესაფრიდან აიყვანეს.

კომენტარები