ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ამ დიალოგისას ოპოზიციას და მედიატორებსაც, რომ გიორგი რურუა არაა პოლიტიკური საკითხი, ის არაა არც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მას არ აქვს არსებითი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია, რაც აქვს მართლმსაჯულების სისტემას ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც, თუმცა, გვესმის, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ის შემდეგ გახდა პარტიის თავმჯდომარე და მანამდე ორჯერ ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა, დაარღვია კანონი და პასუხისგებაში იყო მიცემული, მიუხედავად ამისა, ჩვენ პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ შეთანხმების მნიშვნელობას...
tbl.ge/5hlh
დაკოპირდა
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.
პოლიტპატიმრებიგიორგი რურუაარჩილ თალაკვაძექართული ოცნებანიკა მელიაენმოპოზიციამოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
ამავე თემაზე
- მელაშვილი, ილიჩოვა, ხუსკივაძე და კობალაძე აშშ-ს რურუა-მელიას საქმეებზე წერილით მიმართავენ
- კობახიძე რურუაზე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა
- სამადაშვილი: მელიას, რურუას გათავისუფლება იქნებოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ ნაბიჯი
- ელისაშვილი: ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, იმიტომ შეწყდა რურუას გამოშვების პროცესი
- "დიდწილად, ოპოზიციის ბრალია" – ელისაშვილი გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენაზე