მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის თამაშში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ფრედ 1-1 ითამაშა.
მატჩის 76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები ოთარ კაკაბაძის მიერ გატანილი ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო 78-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა.
მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის წინა თამაშში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, დინამოს სტადიონზე ესპანეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:2.
მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის მატჩს დინამოს სტადიონზე გულშემატკივრების 30% ესწრებოდა.
საბერძნეთი-საქართველოს მატჩი