ბატონ ვანოს არ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მე მესმის ადამიანურად მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ ისურვა, დარჩენილიყო საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ეს საკმაოდ სტრესულია და იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები და კონკრეტული ჯგუფები აყენებენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს, ნამდვილად თითოეული ჩვენგანი დიდი სტრესის ქვეშ ვართ, ამიტომ შეიძლება ვთქვა, რომ არც გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება, რომ გადასულიყო კერძო სექტორში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის არ რჩება პოლიტიკაში.
tbl.ge/5hmp
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ივანე მაჭავარიანზე, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი 31 მარტს დატოვა.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი: კლინიკაში არ ვარ, ტყუილია, სახლში ვარ, კარგად ვარ, ვვარჯიშობ დილიდან
- ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- მაჭავარიანი: 4 900 ლარია ჩემი ხელფასი – არ იზრდება, სამწუხაროდ
- მაჭავარიანი: როცა გაყოფილია საქართველო რიკოთით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს ყოფილა
- საია: ფინანსთა მინისტრი კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია