საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 729 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.
3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.
ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან თბილისში 331 გამოვლინდა, აჭარაში - 51, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 26, გურიაში - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 50, კახეთში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 394, საიდანაც 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.
ქვეყანაში 337 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი.
3 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 283 369 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი გარდაიცვალა.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.