ბევრი ქვეყნის პოლიტიკაში წარმოდგენები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალობა. ის რაც თქვენ აღწერეთ, სწორედ ეს შეხედულებაა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან არჩეული, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურში, საბოლოო ჯამში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია დემოკრატიული პროცესისთვის. ადამიანები უნდა იყვნენ არჩეული ან დანიშნული საჯარო თანამდებობებზე იმისთვის, რომ მათ ანგარიშვალდებულება დაეკისროთ ხალხისა და ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ხალხმა აირჩია და მანდატი მისცა. ანგარიშვალდებულება მათ უნდა დაეკისროთ, დიალოგში გარე ძალების ჩართვა, როგორც წესი, პროცესს არ ეხმარება...
tbl.ge/5hro
დაკოპირდა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩაერიონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში. ინტერვიუ TV პირველის ეთერში გავიდა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა