აფეთქება ლილოში

ლილოში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ლილოს დასახლებაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია შუახნის ქალი. აფეთქების შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები