გურამ დოჩანაშვილი

სურვილისამებრ, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

 საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით, ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს, მისივე სურვილის მიხედვით საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოჩანაშვილის მდგომარეობა 2 აპრილს დამძიმდა და ამის გამო ის ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გურამ დოჩანაშვილმა თავისი პირველი წიგნი მთის გადაღმა 1966 წელს გამოსცა. მას შემდეგ, ის ავტორი გახდა ისეთი ცნობილი წიგნებისა, როგორებიცაა კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სამოსელი პირველი და სხვ.

კომენტარები