მარინა კალიურანდი

კალიურანდი: ემბარგოს დროს რუსეთში ელჩი ვიყავი და ქართული ღვინით ვუმანპინძლდებოდი რუსებს

2005 წლიდან 2008 წლამდე მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში. წარმოიდგინეთ, 2007 და 2008 წელს ვინ იყო რუსთის ყველაზე დიდი მტერი? ესტონეთი და საქართველო. ამიტომ, მე სულ ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგებთან. მე ვცდილობდი, მხარი დამიჭირა საქართველოსთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და ამის მაგალითად [ვიტყვი], როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი ვიყავი და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტი აკრძალეს, ჩემს საელჩოში [სტუმრებს] ქართული ღვინით ვუმასპინძლდებოდით. მე [ღვინო] ესტონეთიდან ჩამოვიტანე და ყველა რუსი ოფიციალური პირი, რომელიც ჩემს საელჩოში მოდიოდა, სვამდა ხვანჭკარას, ქინძმარაულს და ყველა სხვა ბრწყინვალე ქართულ ღვინოს. ამიტომ, პატარა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ დიდი ჟესტებით მეგობრების მხარდაჭერა...

სოციალ-დემოკრატი ევროპარლამენტარი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი, ამბობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინ შეხვედრაზე.

კომენტარები