საქართველო-თურქეთი

ერდოღანი ღარიბაშვილს: ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენს გამოსაჯანმრთელებლად

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც COVID-19-ით არის ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა.

ერდოღანის წერილს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა“. – წერია თურქეთის პრეზიდენტის წერილში. 

კომენტარები