ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 აპრილისთვის გადაიდო

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარის, ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ენმ-ს ლიდერის პროცესი 13 აპრილს, 11 საათზე ჩაინიშნა და მელია სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს, 8 აპრილს, 11 საათზე დაიწყო, მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ენმ-ის ლიდერის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოგვიანებით მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები