ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარის ტურნირის ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო. ბასილაშვილი ნახევარფინალში მსოფლიოს 57-ე ჩოგანთან, სერბ ლასლო ჯერესთან დამარცხდა.
ჯერესმა ბასილაშვილი 2 სეტში ანგარიშით – 2:6, 0:6 დაამარცხა. შეხვედრა 53 წუთს მიმდინარეობდა.