მთიანი ყარაბაღის ომი

ყარაბაღის ომში გამარჯვების აღსანიშნად, ალიევმა სამხედრო ალაფის პარკი გახსნა

ილჰამ ალიევი სამხედრო ალაფის პარკში
bakupost.az

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში ყარაბაღის ომში გამარჯვების აღსანიშნად სამხედრო ალაფის პარკი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

პარკში მოათავსეს სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და ე.წ. არცახის რესპუბლიკის ძალების მიერ დაკარგული სამხედრო ტექნიკა, როგორც განადგურებული, ისე დაუზიანებელი, ჩაფხუტები, იარაღი, აღჭურვილობა, ასევე სომეხ ჯარისკაცთა ცვილის ფიგურები. 

პარკის გახსნისა და დათვალიერების შემდეგ ილჰამ ალიევი სამხედროებს შეხვდა.

 

კომენტარები