ეს არ არის ახალი მითი და არ არის [მხოლოდ] კორონავირუსზე მოგონილი, ეს მითი ძალიან დიდი ხანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება ხოლმე, ძირითადად დასავლური ვაქცინების მოწინააღმდეგეების მიერ, უფრო პოლიტიკურ ელფერი აქვს ხოლმე ამას.
როგორ გითხრათ, აბა? ეს არის აბსოლუტური ტყუილი, არავითარი კავშირი ფერტილობასა და ვაქცინაციას შორის ნამდვილად არ არის, ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით ყველანაირ ვაქცინაზე და მათ შორის კორონა-ვაქცინაზე, რომელიც არაფერ კავშირში არ შეიძლება იყოს გამრავლების უნართან...