ანიმაციურმა სტუდია პიქსარმა, არსებობის ისტორიაში, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის რიგით მეათე ოსკარი მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიის რჩეული Soul გახდა.
იმავე კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოდა პიქსარის კიდევ ერთი პროექტი Onward, ჩინურ-ამერიკული ანიმაცია Over The Moon, ცნობილი ინგლისური ფრენჩაიზის მორიგი ფილმი Shaun The Sheep Movie: Farmageddon და "ირლანდიული ტრილოგიის" დასკვნითი ნაწილი Wolfwalkers.
Soul-ის სიუჟეტის ცენტრში კომაში ჩავარდნილი ჯაზ მუსიკოსია, რომელიც საიქიოდან დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობს.
Pixar-ის მიერ გამოშვებული 23(აქედან 3 სურათი საუკეთესო ანიმაციის კატეგორიის დაწესებამდეა გამოშვებული) ფილმიდან 10-ს ოსკარი აქვს მოპოვებული: Finding Nemo, The Incredibles, Ratatouille, Wall-E, Up, Toy Story 3, Brave, Inside Out, Coco, Toy Story 4. ჯამში სახელოვან სტუდიას სხვადასხვა კატეგორიაში 17 ოსკარი აქვს მოპოვებული.