ჭიაკოკონა

"ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია" – გარემოს დაცვა ჭიაკოკონობის აღნიშვნის მსურველებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ე.წ ჭიაკოკონას რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.

"ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არამხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.

1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებასთან ერთად, ცხელ ხაზზე - 153 შემოსულ შეტყობინებებზეც განახორციელებენ რეაგირებას და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს". – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები