დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, თუ რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაძალების, ეს არის ადამიანის არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს.
ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს და მუშაობს, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინების ფართო არჩევანი. ამის გამო, ჩვენ საერთაშორისო კოლეგებისგან მივიღეთ საყვედურიც კი, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ეს არჩევანი მოსახლეობას არ აქვს. ითვლება, რომ ყველა ვაქცინა არის ვაქცინა, მაგრამ გამომდინარე ქართული საზოგადოების კულტურიდან და გენეტიკიდან, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ვცდილობთ, რომ საკმაოდ ფართო მენიუ შევთავაზოთ ვაქცინების კომპონენტში