რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული კომპანია Apple-ი ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარ ოპერატიულ სისტემა iOS-ს კონკურენტი კომპანიებისა და აპლიკაციების წინააღმდეგ არასამართლიანი უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებდა.
Apple-ის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ, მათი თქმით, კომპანია ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და პატივისცემით ეპყრობა როგორც მომხმარებლებს, ასევე აპლიკაციების დეველოპერებს.
ანტიმონოპოლიურმა ორგანომ გამოძიება 2019 წელს კომპანია Kaspersky-ს მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაიწყო. კომპანია Apple-ს ერთ-ერთი აპლიკაციის, SafeKids-ის დაბლოკვასა და იდეის მოპარვაში ადანაშაულებდა.
მსოფლიო მასშტაბით Apple-ის წინააღმდეგ ათეულობით ანტიმონოპოლიური გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია Facebook-ის სარჩელი.