აშშ-რუსეთი

მოსკოვში აშშ-ს საელჩო რუსეთის მოქალაქეებზე მხოლოდ გადაუდებელ ვიზებს გასცემს

აშშ-ს საელჩო მოსკოვში ავრცელებს ინფორმაციას  საკონსულო მომსახურებების შემცირების შესახებ. შეზღუდვა არ შეეხებათ აშშ-ს რუსეთში მყოფ იმ მოქალაქეებს, ვისაც გადაუდებელი საჭიროება აქვს. განცხადების მიხედვით, საელჩოს მიერ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყდება. შეზღუდული იქნება საიმიგრაციო ვიზების გაცემაც, გამონაკლისი, როგორც განცხადებაში წერია, მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო შემთხვევები იქნება. 

შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ დიპლომატიური ვიზების გაცემას.

ასევე, საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თუკი მათი რუსეთში ყოფნის ვიზას ვადა გაუვიდა, ქვეყანა 15 ივნისამდე დატოვონ. 

"ვწუხვართ, რომ რუსეთის მთავრობამ საკონსულო სამუშაო ძალის რაოდენობის 75%-ით შემცირება გვაიძულა". – წერია განცხადებაში. 

გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ "არამეგობრული ქვეყნების" სიის შედგენა დაიწყო. ამ სიაში შესული ქვეყნების ვეღარ შეძლებენ, თავიანთ დიპლომატიური მისიებში რუსეთის მოქალაქეები დაასაქმონ.

არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიური მისიების შეზღუდვების დაწესების კანონს ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. კანონი რუსეთის მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვედრილია საქართველოც

კომენტარები