მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქი: რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის

პირველ ყოვლისა, რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის. 

ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისა, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონებში სათავისოდ გამოიყენა. ჩადგა იქ ფეხი და დგას, ჰყავს კიდევაც იქ, როგორც ვიცი, საკუთარი ეპისკოპოსი და შექმნილი ვითარებით სარგებლობს. 

თუ საქართველოს ეკლესია სცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო სცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო, ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს

ასე პასუხობს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ფორმულას კითხვას საქართველოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ. ფორმულას თარგმანი.

კომენტარები