კორონავირუსი მსოფლიოში

ინგლისში, შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა

Shutterstock

ორშაბათის, 10 მაისის მონაცემებით, ინგლისში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

დიდ ბრიტანეთში უკვე ადმინისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 53 მილიონზე მეტი დოზა. მოსახლეობის 53%-ს გაკეთებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, ხოლო 26.5% სრულად არის აცრილი. 

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამ სახელმწიფოში ვირუსით გარდაცვალება არ გამოვლენილა, სიკვდილის 4 შემთხვევა აღირიცხა უელსში. 

BBC-ის ცნობით, შესაძლებელია, რომ მონაცემები ინფორმაციის დამუშავების შეფერხების შედეგია, ვინაიდან შაბათ-კვირის შემდეგ სტატისტიკური მონაცემები უფრო დაბალია, თუმცა ფაქტია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება.

კომენტარები