სავაჭრო ბრუნვა

იანვარ-აპრილში იმპორტმა $2.73 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტმა – $1.2

CBW.GE

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3 929 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია.

წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1 199.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური, დაზუსტებული მონაცემები მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნდება .

კომენტარები