ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე, პირიქით, ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება [...] ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ. გაცილებით გაგვიჭირდება ამ საპროტესტო მუხტის მობილიზება, თუ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში წარმოდგენილი. დღეს ეს მოცემულობა დადგა და ამიტომ ჩვენ ახლა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორი პრინციპულები ვართ, დგება მომენტები, როცა მოქნილობა უფრო წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე პრინციპულობა, ამიტომ ჩვენც ამ მოცემულობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც დღეს დადგა ქვეყანაში
პოლიტიკური კრიზისი
უდუმაშვილი: თუ პარლამენტში შევედით, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე
tbl.ge/5jp7
დაკოპირდა
ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, ენმ-ს პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა