პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.
"სამშაბათს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. ყველას, ვინც ვაქცინების გამოშვებაზე მუშაობს - მადლობა. გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ". - წერს პრინცი.
მან აცრა ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გაიკეთა.
პრინცი უილიამი კორონავირუსით 2020 წელს დაინფიცირდა.
ბრიტანეთში 37 მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.