მარინა ჯანაშია

მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

მარინა ჯანაშია რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი იყო. მისი როლებია: პაჟი (ანტიგონე), მარტირიო (ბერნარდა ალბას სახლი), ჯულიეტა (რომეო და ჯულიეტა), ქეთო (ქალის ტვირთი), მარინე (აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე), დორისი (წელიწადში მხოლოდ ერთხელ), ბაბული (ნახვის დღე). მან ასევე ითამაშა სპექტაკლებში - ოტელო, კავკასიური ცარცის წრე, თოლია, კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე, ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ; მოხუცი ჯამბაზები და სხვა.

მარინა ჯანაშია მონაწილეობდა ფილმებში: კუკარაჩა (ანიკო), მარადისობის კანონი (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები (მასწავლებელი), ცოდვის შვილები, მარტოხელა მონადირე (მარიკა) და ა.შ.

ტაბულა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

კომენტარები