საქართველო-უკრაინა

საქართველოს 2–4 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერმინისტრი ეწვევა

2-4 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ეწვევა.

3 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დენის შმიგალს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

ასევე, დაგეგმილია პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერმინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები