ქართული ოცნება

მათიკაშვილი: გახარია გაღმერთებას რომ ეძახის, ეგ ერთგულებაა, მას ამის ნიშანწყალი არ გააჩნია

ივანიშვილი ებრძვის ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ დედა თვისებას, ბელადიზმს. თქვენ თუ წაიკითხავთ მის განცხადებებს, თუ მოუსმენთ მის მსჯელობას, თქვენ თუ მიჰყვებით მის გადაწყვეტილებებს, ყველგან ნახავთ, რომ ეს ადამიანი ყველა მის ნაბიჯზე ებრძვის ამ კულტს და როგორ შეიძლება ვიღაცა აღმერთებდეს, არავინ არავის არ აღმერთებს, ვაფასებთ რაციონალურად და სწორად. გიორგი გახარია გაღმერთებას რომ ეძახის, ეგ ერთგულებაა და მას, სამწუხაროდ, ერთგულების ნიშანწყალი არ გააჩნია

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი პალიტრანიუსის ეთერში ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას გამოეხმაურა, რომელმაც ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.

კომენტარები