ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა რუსეთის დღეს აღნიშნავს. ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა ამ დღეს სამხრეთ ოსეთის სახალხო დღესასწაული უწოდა და ვლადიმირ პუტინსაც მიულოცა.
ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის დღეს 12-14 ივნისს აღნიშნავენ. მანქანებით მსვლელობა გაიმართა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის დროშებით. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, რაც დაკავშირებულია რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტთან.
რუსეთის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 2002 წლამდე მას რუსეთის დამოუკიდებლობის დღე ერქვა.