ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა ზაზას ოჯახთან. ვფიქრობ, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს საქართველოში რუსეთი. ამას რეალური შედეგები აქვს ადამიანებზე. ვადასტურებ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან გაიწვიოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ეს უნდა შეჩერდეს
რუსული ოკუპაცია
დეგნანი გახელაძეზე: გულსატკენი მაგალითია იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი საქართველოში
tbl.ge/5kxn
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ და უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.
2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე
- ოკუპანტების გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს - სუს
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია – სუს
- მდინარაძე: ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნას
- რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს – სუს
- სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია