პრაიდის კვირეული

სერგეენკო: რომ მკითხოთ, ვერც კი განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი – ფლეშმობია?

რომ მკითხოთ ახლა, ვერც კი განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი - ფლეშმობია? დემონსტრაციაა? არ ვიცი. რთული სათქმელია, უფლებების შეზღუდვა არ მგონია, იყოს. არავინ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც, არ ვიცი, მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი.რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ წავიდნენ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო პრაიდის კვირეულზე. თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები, 5 ივლისს კი ღირსების მარში.

კომენტარები