Edison Research

Edison Research: მოსახლეობის 71% -ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება

adf.org.au

 ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 29%-ს კი, პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. ეს წინა წელთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია, მაშინ მოსახლეობის 61%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 


მთავარის დაკვეთით ფრანგული ცენტრის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ის აზრით კი - სწორით. 

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოჰკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

კომენტარები