საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.
საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. შესაბამისად, მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი.
დღეს, 24 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იმოქმედებს.