ეკონომიკა

მთავრობა ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდებათ, პროგრამის განსახორციელებლად კი 2021-22 წლებში 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

"ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის. საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად, 2021-22 წლებში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები