პრაიდის კვირეული

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, პოლიციამ მოძალადე დააკავა

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერთან პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს. 

ამის შესახებ ცნობილი სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის Facebook Live-დან გახდა. ნატა ფერაძე ტრანსგენდერ ქალებთან და სხვა აქტივისტებთან ერთად ჩიტიძის ქუჩიდან ცდილობდა პარლამენტთან ჩასვლას, სადაც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აქცია იმართება. 

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ. 

აქცია გირჩი – მეტი თავისუფლების, ევროპული საქართველოს, დროას, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, სირცხვილიასა და სხვა მოძრაობების ორგანიზებით იმართება. 

კომენტარები