Balenciaga

53 წლის შემდეგ BALENCIAGA-ში ოტ კუტიური დაბრუნდა – დემნა გვასალიას ახალი კოლექცია

Balenciaga-ში ყოფნიდან მეექვსე წელს ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ საზოგადოებას ოტ კუტიურის კოლექცია წარუდგინა.

ესპანურ მოდის სახლს ოტ კუტიურის ჩვენება 1968 წლის შემდეგ აღარ ჰქონია და მაშინ, კოლექციის ავტორი თავად ამ მოდის სახლის დამფუძნებელი - კრისტობალ ბალენსიაგა იყო.

დღევანდელი ჩვენება სწორედ კრისტობალ ბალენსიაგას სალონში ჩატარდა, რომელიც ადრე შოუებისთვის გამოიყენებოდა, 7 ივლისამდე კი უფუნქციო იყო. მოდელები სტუმრების წინაშე მუსიკის გარეშე პოზირებდნენ და ასე წარადგინეს დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ოტ კუტიურის კოლექცია.

ჩვენება საქორწილო კაბაში გამოწყობილმა მოდელმა დახურა, კაბის სილუეტი კი კრისტობალ ბალენსიაგას მიერ იყო შექმნილი.

დაათვალიერეთ სურათები:

 

კომენტარები