TV პირველი

შსს: TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დავიწყეთ

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. (რაც თვითმკვლელობას გულისხმობს)

TV პირველის ოპერატორი 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები