ბულგარეთი

ბულგარეთში ბოლო სამ თვეში მეორედ საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს
Nikolay Doychinov, AFP

11 ივლისს ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს ბოლო სამ თვეში მეორე არჩევნებია. აპრილში ახლად არჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამოც ვადამდელი არჩევნების დაინიშნა. 

არჩევნებში მთავარი კონკურენტები არიან ყოფილი პრემიერმინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი და ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვისახლად შექმნილი პარტია არის ასეთი ხალხი. წინასწარი გამოკითხვით GERB-ს 20%-იანი მხარდაჭერა, ხოლო ტრიფონოვის პარტიას 22%-იანი მხარდაჭერა აქვს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ GERB-ი არჩევნებში უპირატესობას მოიპოვებს, ბორისოვს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისთვის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება. ბორისოვს სისტემატურად ადანაშაულებენ კორუფციაში და ხალხში მისი მხარდაჭერა მცირეა.

"ვფიქრობ, ბორისოვის ერა სრულდება. ხალხს მისი მართველობის სტილი და მისი "ხალხის კაცი" მიდგომა მობეზრდა. ხალხს ძალიან მობეზრდა კორუფციაში ბრალდებების მოსმენა" - ამბობს წინასაარჩევნო კვლევების ცენტრის Gallup International-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი პარვან სიმეონოვი

აპრილის შემდეგ გაიზარდა საპროტესტო ტალღის ფონზე ჩამოყალიბებულ ახალi ოპოზიციური პარტიების, არის ასეთი ხალხის, დემოკრატიული ბულგარეთის და ISMV-ის მხარდაჭერა. თუმცა ამ პარტიებს, შესაძლოა, მთავრობის ფორმირება გაუჭირდეთ. 

ოპოზიციურ პარტიებს NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის, უშიშროების ძალების რეფორმირება და ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერება სურთ.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ქვეყანას კორუფციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბოლო რამდენიმე სკანდალი და გასულ თვეში აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება საარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობდა.

გარდამავალი მთავრობა ბორისოვის კაბინეტს ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ბორისოვი ბრალდებებს უარყოფს. გარდამავალი მთავრობა ბოიკო ბორისოვის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დანიშნა. 

ბორისოვი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მის წინააღმდეგ კომუნისტური "რეპრესიების" კამპანიას ატარებს. ბოიკო ბორისოვი ბულგარეთის პრემიერმინისტრი სამი ვადით იყო, 2009-2013, 2014-2017 da 2017-2021 წლებში. კორუფუციასთან ბრძოლაში ბოიკოს უმოქმედობა გასულ წელს ბულგარეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

კომენტარები