მე თავიდანვე გავემიჯნე და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. სამწუხაროა, მრცხვენია კიდეც, საერთოდ ამ ადამიანის ოჯახის წევრებსაც როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ და ვიზიარებ მწუხარებას და ტკივილს. სიტყვებითაც რთულია... ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ... ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და, სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი, ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, მეც ვიღებ პასუხისმგებლობას.
ოპერატორის გარდაცვალება
მეუფე საბა: თუ ჩემი, ეკლესიის წილი არის ამაში, როგორც ეპისკოპოსი ვიღებ პასუხისმგებლობას
tbl.ge/5m3l
დაკოპირდა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე
- ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- კობახიძე UNESCO-ზე: ლაშქარავაზე კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა, წყარო ვინაა, მოგეხსენებათ
- GMC: შსს-მ FACEBOOK რეკლამებში გაწეული ხარჯის 60% ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებას მოახმარა
- გეჯაძე ლაშქარავაზე: უფლება არ მქონდა, დასკვნაზე მესაუბრა, სანამ გამოძიება არ გაავრცელებდა
- წერეთელი: ჩვენს დაქირავებულ ექსპერტს ექსპერტიზის დასრულებაზე და ხელმოწერაზე არ უცნობებია