ზოგიერთები რაღაცნაირად ცხვირსაც იბზუებენ - აი, ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, აი, ისევ ეს სახე მაღიზიანებს, ის სახე მაღიზიანებს... დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სადაც ბნელმა არ უნდა შთანთქას სინათლე, სადაც სიბნელემ არ უნდა მოგვიცვას, ამიტომ ნუ გვატყუებენ, ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, ნუ გვატყუებენ ძველი ცეკას დროინდელი კაგებეს მიერ შერჩეული ე.წ სასულიერო პირები, აქ ხალხს ნუ ასწავლიან რწმენას და ქრისტიანობას, დუგინის რკინის კონსტრუქციას ნუ ეძახით წმინდა ნინოს ჯვარს, წმინდა ნინოს ჯვარი ვიცით ჩვენ, სიონის ტაძარშია დაბრძანებული, მორწმუნემ იცის, სადაც უნდა ილოცოს
ჟურნალისტებზე ძალადობა
ბუღაძე: ნუ მანიპულირებენ ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ
tbl.ge/5m6h
დაკოპირდა
მწერალი ლაშა ბუღაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე.
ამავე თემაზე
- მთავარი არხის ჯგუფს ხელი შეუშალეს – აგვისტოში მომხდარი ინციდენტისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა
- საგამოძიებო: 9 ნოემბერს რუსეთის მოქალაქემ ფორმულას ჟურნალისტს მანქანა განზრახ დააჯახა
- დეგნანი: აშშ გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას – პასუხი უნდა აგონ, ვინც მათ თავს ესხმის
- მედია, ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე – TI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
- მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა