პრაიდის კვირეული

წულუკიანი პატრიარქის კრიტიკაზე: რა თქმა უნდა, მორწმუნე უმრავლესობისგან იქნება პასუხი

უკვე თავს ვეღარ იკავებენ იმისგან, რომ პირდაპირ პატრიარქზე მიიტანონ დარტყმა, ღიად, ადრე ეს, რა თქმა უნდა, იყო სახეზე, ფარულად და მეტნაკლებად პირდაპირ, ეხლა ეს არაფერი დაფარული აღარ არის, აქამდე თუ იყვნენ ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები, უკვე ანტიეკლესიურ ძალებადაც საბოლოოდ ყალიბდებიან.

ხელისუფლებას აგდებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მეორე მხრიდან როდესაც წამოვა პასუხი და აუცილებლად წამოვა პასუხი, იმიტომ, რომ ვართ მართლმადიდებლურ ქვეყანაში და ეს იქცა თითქოს რაღაცნაირ სასირცხვილო ამბად, რა თქმა უნდა, იქნება პასუხი და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება, რომ თუ ეს პასუხი იქნა ძალადობრივი, უმრავლესობისგან, რომელიც მორწმუნეა, მართლმადიდებელია, რომ ჩადგეს შუაში, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოლიციური ძალები არ არის უსასრულო რესურსის მქონე

ამბობს ვიცეპრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი POS Tv-ის ეთერში, პატრიარქის კრიტიკაზე, რომელიც 5 ივლისს საპატრიარქოს მხრიდან ორკების წახალისებას მოჰყვა.

კომენტარები