ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება

"ეს ბიჭი თქვენი არაა, ჩემია" – გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია (LIVE)

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია. მან პლაკატი ფორმულას ჟურნალისტს გამოგლიჯა ხელიდან. დამატებით კითხვებზე კი ხმამაღლა ამბობდა - "ეს ბიჭი თქვენი არაა, ჩემია". ვოლსკიმ ჟურნალისტს უთხრა, რომ არ აქვს უფლება, გარდაცვლილი ოპერატორის ფოტო ხელში ეჭიროს.

20:00-ზე ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს. მედიის წარმომადგენლები ადგილზე უფრო ადრე მივიდნენ, მათ თან ლექსო ლაშქარავას ფოტოები აქვთ და 5 ივლისის ძალადობას აპროტესტებენ.

კომენტარები