რიდლის სკოტის მომავალი ბიოგრაფიული დრამის, House of Gucci-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა.
ახალი ფილმის მოქმედება 90-იანი წლების იტალიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში გუჩიების ოჯახია, რომელიც მოდის საკულტო სახლ Gucci-ს განაგებს.
სურათში მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო და ჯერემი აირონსი ასრულებენ.
House of Gucci-ს პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი. 2021 წელს რიდლი სკოტის კიდევ ერთი ფილმი Last Duel გამოვა.