საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

რუსეთი: დასავლეთმა თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან თანასწორი დიალოგის სტიმული უნდა მისცეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო

ოფიციალური მოსკოვი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ 7-8 აგვისტოს ქართულმა მხარემ ცხინვალის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა. 

ბიკანტოვმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა დაამატა, რომ თბილისის გარე "კურატორებმა" აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში რეინტეგრაციაზე დროა უარი თქვან. 

"ეს სრულებით შეეხებათ თბილისის გარე "კურატორებსაც". დიდი ხანია, რაც მათ უარი უნდა თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში "რეინტეგრაციის" უპერსპექტივო ხაზზე. რეალობას მოწყვეტილი იარლიყების მიწებების ნაცვლად, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებულ ბოლო სხდომაზე მოხდა. მათ თბილისს უნდა მისცენ სტიმული, სოხუმთან და ცხინვალთან დაამყაროს თანასწორი და ურთიერთპატივისმცემელი დიალოგი". – ეხმაურება ბიკანტოვი გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებას.

კომენტარები