კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ლუგარში დადასტურებული თითქმის ყველა დადებითი შემთხვევის 90% დელტა შტამია

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, არამარტო ჩვენთან, ზოგადად გლობალურად მძიმდება ეპიდსიტუაცია, რაც დაკავშირებულია ახალ მოცირკულირე შტამებთან. დღეს წინა პლანზე ყველგან გამოდის დელტა შტამი, ასევე დელტა+ და არაა გამორიცხული, მოგეხსენებათ, ვირუსი იბრძვის და სხვა სიურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას.

ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ცირკულაციას სხვადასხვა შტამებისა ქვეყანაში. ლუგარში დადასტურებული თითქმის ყველა დადებითი შემთხვევის 90% მოდის დელტა შტამზე. დელტა შტამი, მოგეხსენებათ, ხასიათდება მეტი აგრესიულობით, მეტი გავრცობადობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ამიტომაც გვაქვს ინფექციის სერიოზული გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭო სხდომის დასრულების შემდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებები, თუ რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან, ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები